• georgian flag
  • english flag

ბავშვთა დღე

author
თამარ ერგემლიძე
A A       216

post photoდღეს, 1 ივნისს ბავშვთა დღე აღინიშნება.
ამ დღის აღნიშვნა სათავეს იღებს 1925 წლის აგვისტოს მსოფლიო კონფერენციიდან, როდესაც ბავშვებისათვის კეთილდღეობის უზრუნველყოფის საკითხებზე, 54 სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები შეიკრიბენ და მიიღეს ჟენევის ბავშვთა დაცვის დეკლარაცია. კონფერენციის შემდეგ ბევრი ქვეყნის მთავრობა შეუერთდა დეკლარაციას.
გაეროს ბავშვთა ფონდის თანახმად: "ბავშვთა კეთილდღეობაში ინვესტირება უმნიშველოვანესია კაცობრიობის თანასწორი და თანამიმდევრული განვითარების უზრუნველსაყოფად. ხშირად [ბავშვობაში განცდილი] სიღარიბე მათი მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიღარიბეში დაბადებული ბავშვი, მაღალი ალბათობით, მთელს თავის ცხოვრებას სიღარიბეში გაატარებს. ადრეულ ასაკში სიღარიბემ, შესაძლოა, გამოიწვიოს ხანგრძლივი გონებრივი და ფიზიკური დარღვევები, რისგანაც ბავშვები მუდმივად დაიჩაგრებიან. ზემოაღნიშნული გარემოებები განაპირობებს სიღარიბის მომდევნო თაობებისთვის გადაცემის ციკლს." ამდენად, ბავშვთა დღე და ამ დღის აღნიშვნა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს სახელმწიფოთა ვალდებულებას, განუხრელად ისწრაფვოდნენ ბაშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად.