• georgian flag
  • english flag

დავა vs კონფლიქტი

author
თამარ ჭალიძე
A A       273

post photoდავისა და კონფლიქტის უნივერსალური დეფინიცია არ არსებობს. თითოეული დავა/კონფლიქტი ინდივიდუალურია/უნიკალურია მისი გამომწვევი წყაროს, მასში ჩართული მხარეების, სადავო საკითხების, დროისა და სხვა ბევრი ფაქტორის გამო. შესაბამისად, დავის/კონფლიქტის დეფინიციაც მრავალგვარი შეიძლება იყოს. თუმცა, შესაძლებელია, დავებს/კონფლიქტებს შორის საერთო მახასიათებლები/ნიშნები/მსგავსებები არსებობდეს.

ხშირად საზოგადოებაში ტერმინები დავა და კონფლიქტი სინონიმებად გამოიყენება. თუმცა, დავასთან შედარებით კონფლიქტის ინტენსივობა უფრო მაღალია. დავის დროს მოდავე მხარეებს მიაჩნიათ, რომ მოლაპარაკება ჯერ კიდევ შესაძლებელია. ხოლო კონფლიქტის დროს კი პირიქით, მხარეები ფიქრობენ, რომ მოლაპარაკება უკვე შეუძლებელია, რადგან საქმე მათ ძირითად ღირებულებებს ეხება.

როგორც წესი, მოდავე მხარეებს შორის გაძნელებულია კომუნიკაცია, სწორედ კომუნიკაციის არასწორად წარმართვა, ან საერთოდ ვერ წარმართვა იწვევს დავის გაღრმავებას, რასაც ხშირად მხარეები შეჰყავს ჩიხში, დავის ინტენსივობა მატულობს და წარმოიშობა კონფლიქტის მდგომარეობა. დავის დინამიკა ხშირად ვითარდება კონფლიქტისაკენ, პირიქით კი იშვიათად ხდება. ამის მიზეზი ისაა, რომ კონფლიქტის დროს ადამიანები იშვიათად ამბობენ უარს საკუთარ ძირითად ღირებულებებზე/ფასეულობებზე/პრინციპებზე...

დავა შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც სიტუაცია/მდგომარეობა, რომელშიც მხარეები შეიძლება სხვადასხვა მიზეზით აღმოჩნდნენ.

დავის/კონფლიქტის გამომწვევი ბევრი წყარო არსებობს. ეს შეიძლება იყოს: ახირება/აჩემება; აღქმა; ილუზია; განსხვავებული აზრი; რეალური და წარმოსახვითი ინტერესთა კონფლიქტი; კულტურა; ინფორმაცია; დროის ფაქტორი; კომუნიკაციის თავისებურება; ტრადიციები; ორი სიმართლის თანაარსებობა და სხვ.