• georgian flag
  • english flag

პოლიციელი (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       120

1. არის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება და დადებული აქვს ფიცი. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას პოლიციელი არის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელი. → პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან 18-დან 35 წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეები: ა) რომლებსაც თავიანთი პიროვნული და საქმიანი თვისებების, განათლების, ფიზიკური მომზადებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესა ბამისად შეუძლიათ შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები; ბ) რომლებიც ფლობენ სახელმწიფო ენას. პოლიციაში შესაძლებელია სამუშაოდ მიღებულ იქნეს 35 წელს გადაცილებული პირი მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის თანხმობით. განსაკუთრებულ შემთხვევაში შრო მის ხელშეკრულების (კონტრაქტის) საფუძველზე პოლიციაში სამუშაოდ მიიღებიან მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, მიუხედავად მათი ასაკისა. პოლიციაში სამუშაოდ არ მიიღება: ა) განზრახ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, თუ ნასამართლობა არ არის მოხსნილი; ბ) პირი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა ან რომელიც იმყოფება პატიმრობაში; გ) პირი, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით ცნობილია ქმედუუნაროდ ან შეზღუდული ქმედუნარიანობის მქო ნედ; დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების უფლება; ე) პირი, რომლის ჯანმრთელობაც, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს მოცემული თანამდებობის დასაკავებლად აუცილებელ მოთხოვნებს; ვ) ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით, ტოქსიკომანიით, ფსიქიკური ან/და სხვა სნეულებით დაავადებული პირი. სნეულებათა ჩამონათვალს ერთობლივად ადგენენ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი; ზ) პირი, რომელიც თანამდებობის დაკავების შედეგად უშუალო სამსახურებრივი ზედამხედველობით უკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს ან მეუღლის დას, ძმას, მშობელს; თ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, კანონით ან საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისის გარდა.