• georgian flag
  • english flag

ტრაიბალიზმი (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       136

[ინგლ. tribe – ტომი, მოდგმა]
საზოგადოება, სადაც მნიშვნელობა ენიჭება გვაროვნულ-ტომობრივ კუთვნილებას. ტრაიბალურ საზოგადოებაში არჩევნების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსახლეობა მხარს უჭერს ამა თუ იმ პიროვნებას მხოლოდ იმის გამო, რომ იგი მათი კუთხის თუ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელია. ასეთ პოლიტიკურ სისტემაში ბატონობს ნეპოტიზმი და ამა თუ იმ გვარის პოლიტიკურ ბატონობას მემკვიდრეობითი ხასიათი აქვს.