• georgian flag
  • english flag

ჰაბეას კორპუსი (განმარტებითი ლექსიკონი - სამოქალაქო განათლების ლექსიკონი)

A A       60

ლათინური გამოთქმა ჰაბეას ცორპუს სიტყვა-სიტყვით ნიშნავს "სხეულის ქონის უფლებას“. ეს არის ინგლისური კანონის ისტორიული სახელწოდება, რომელიც მიღებულ იქნა 1679 წელს. იგი კრძალავს სასამართლოს ორდერის გარეშე პიროვნების დაკავებას და უზრუნველყოფს იმის გარანტიას, რომ თითოეული საქმე გაირჩეს სასამართლოში. ამ კანონმა გააფართოვა თავისუფლებათა დიად ქარტიასა (1215 წ.) და უფლებათა პეტიციებში (1628 წ.) მოცემული სამოქალაქო უფლებათა დაცვის პრინციპები.
თანამედროვე გაგებით, "ჰაბეას კორპუსი" გულისხმობს ვალდებულებას, ადამიანის დაკავებისას აღინიშნოს მისი დაკავების თარიღი და მიზეზები. დაკავების კანონიერება უნდა განსაზ- ღვროს სასამართლო ხელისუფლებამ, ხოლო თუ დაკავება უკანონოა, პიროვნება დაუყონებლივ უნდა გათავისუფლდეს. "ჰაბეას კორპუსი“ არის ერთგვარი საპროცესო გარანტია უკანონო დაპატიმრების წინააღმდეგ. ლათინური ამერიკის ქვეყნებში ცნობილია "ამპაროს" სახელწოდებით.