• georgian flag
  • english flag

კონსტიტუცია (განმარტებითი ლექსიკონი)

A A       432

არის ქვეყნის ძირითადი → კანონი, სახელმწიფოს დაწერილი და დაუწერელი სამართლებრივი ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს მის მართლწესრიგს, განსაკუთრებით კი - სახელმწიფოს წყობილებას, მის სტრუქტურას, უმაღლეს ორგანოებსა და მათ ფუნქციებს, ასევე ეკონომიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად პრინციპებს და მოქალაქეების სამართლებრივ სტატუსს, განამტკიცებს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს. საქართველოს კონსტიტუცია მიღებულ იქნა საქართველოს → პარლამენტის მიერ 1995 წლის 24 აგვისტოს, თუმცა, მას შემდეგ არაერთი ცვლილება განიცადა. ყველაზე მნიშვნელოვნად შეიძლება გამოიყოს უახლესი რეფორმა და ის ცვლილებები, რომლებიც შეიმუშავა 2009 წელს საქართველოს → პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე შექმნილმა საკონსტიტუციო კომისიამ. ცვლილებები შეეხო კონსტიტუციის თითქმის ყველა ნაწილს, მათ შორის, პრეამბულასაც. ცვლილებები შევიდა ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, ხელისუფლების ორგანოთა კომპეტენციებისა და საქმიანობის განმსაზღვრელ ნორმებში. 2010 წლის 15 ოქტომბრის რეფორმით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შევა 2013 წლის ოქტომბრის მორიგი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეული → პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. ამ ცვლილებებით იცვლება სახელმწიფო მმართველობის ფორმა — საქართველო ხდება ნახევრადსაპრეზიდენტო რესპუბლიკა. ამრიგად, შეიზღუდა → პრეზიდენტის უფლებამოსილებები და გაიზარდა → პრემიერმინისტრის როლი.